რეგისტრაციის წესები

There are no translations available.

რეგისტრაციისათვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (რის შემდეგაც მიიღებთ საიდენტიფიკაციო ნომერს) და შემდეგ გადაიხადოთ საწევრო გადასახადი, რომელიც გამოგზავნილი იქნება თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე

საწევრო გადასახადის ოდენობა:

2017 წლის 1 მარტიდან  31 მაისის ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში - 60 ლარი

2017 წლის 1 ივნისიდან 3 ივნისის ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში  - 90 ლარი

გადახდის მეთოდი იხილეთ ქვევით, გვერდის ბოლოს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც შეავსებს ფორმას და გადაიხდის საწევროს. თავისუფალი ადგილების რაოდენობიდან გამომდინარე ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას შეზღუდონ ან შეწყვიტონ განაცხადების მიღება ბოლო დღეს.

გადახდის დადასტურების შემდეგ, თქვენს ელ. ფოსტაზე მოვა ელექტრონული მოსაწვევი. მონაწილეებს შეუძლიათ წინასწარ გადარიცხონ საწევრო ქვემოთ მითითებული ანგარიშებზე, ან გადაიხადონ ღონისძიების დღეს (ადგილების არსებობის შემთხვევაში) უშუალოდ ადგილზე, სალაროში.

მიიღებთ რა ღონისძიების ადგილის რუკას, წესების ჩამონათვალს და მონაწილის სამკერდე ნიშანს (ბეიჯს) პირადი ნომრით, თქვენ შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას.

ყოველი მონაწილე მიიღებს აგრეთვე პეინტბოლის იარაღს, ნიღაბს და ფორმას. ფეხსაცმელი კომპლექტში არ შედის.

პეინტბოლის ბურთულების (ვაზნების) შეძენა ხდება მხოლოდ ორგანიზატორებთან!

ყურადღება! ღონისძიების ნებისმიერ ეტაპში მონაწილეობა (მოედანზე გასვლა, იარაღის დატენვა, კონკურსები და დაჯილდოვებები) შესაძლებელია მხოლოდ სამკერდე ნიშანით და განმასხვავებელი ხელსაბამით.

მოთამაშე ვალდებულია მსაჯების პირველსავე მოთხოვნაზე წარმოადგინოს სამკერდე ნიშანი, მისი დაკარგვის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია. ხელახალი რეგისტრაციის საფასური შეადგენს 10 ლარს. მსაჯებს აქვთ უფლება ჩამოართვან მონაწილეს სამკერდე ნიშანი წესების არაერთგზის, უხეში დარღვევის შემთხვევაში.

გადახდის ხერხი:

ინდივიდუალური მოთამაშეებისათვის გადახდა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

BENEFICIARY’S BANK: JSC TBC BANK TBILISI, GEORGIA

SWIFT: TBCBGE22

BEN’S IBAN: GE54TB7527845166400001

NAME OF BENEFICIARY: Oksana Zholudenko

კორპორატიული კლიენტების ანგარიშია:

BENEFICIARY’S BANK: JSC TBC BANK TBILISI, GEORGIA

SWIFT: TBCBGE22

BEN’S IBAN: GE88TB7623736120100001

NAME OF BENEFICIARY: LTD Elysium

BEN’S CODE: 405059467

გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სრული სახელი (ან ორგანიზაციის სახელი) და ჩვენთან რეგისტრაციის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი. სთხოვეთ ბანკის თანამშრომელს, რომ ის ჩაწერილი იყოს დაგახდის ქვითარში.

 

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან, გაითვალისწინეთ რომ, ბანკები იღებენ გადარიცხვის პროცენტს, საკუთარი შიდა ტარიფების მიხედვით.