ჩვენი მომსახურება

პეინტბოლის კლუბი HALF LIFE დაარსდა 2005 წელს. კლუბი HALF LIFE 2007 წლის შემოდგომიდან ორგანიზებას უწევს სეზონურ ტურნირებს და ამ ტურნირებში მონაწილე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე გუნდი გაემგზარება საქართველოს სახელით აღმოსავლეთ ევროპის პეინტბოლის ლიგაში (www.centurio-eepl.com) მონაწილეობის მისაღებად.

 

თამაშების ორგანიზება და ჩატარება როგორც საკუთარ მოედანზე, ასევე დამკვეთის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. კლუბის სათამაშო მოედნები მდებარეობს კუს ტბის მარცხენა სანაპიროზე.

გაქირავებაშია პეინტბოლის სათამაშოდ აუცილებელი ყველანაირი აღჭურვილობა: ნახევრადავტომატური მარკერები, დამცავი ნიღბები, სპეც. ტანსაცმლის კომპლექტი. კვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს თქვენი დღის საინტერესოდ გატარებას. ასევე, შესაძლებელია, დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით, თბილისისა და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თამაშის ორგანიზება და ჩატარება.