რა არის პეინტბოლი?

 

პეინტბოლი არის ექტრემალური, სამხედრო-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი (ე.წ. მარკერი) და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები. თამაშები მიმდინარეობს ტყეებში, ღია მოედნებზე, შენობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით. განასხვავებენ რეკრეაციულ პეინტბოლს - სადაც მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს; საწვრთნელ პეინტბოლს - სპეც. დანიშნულების, დაცვის სამსახურების, პოლიციის თანამშრომლებისათვის და სპორტულ პეინტბოლს - სპორტული გუნდებისათვის.

როგორ თამაშობენ პეინტბოლს?

გუნდურად (6-დან 20 ადამიანამდე), მსაჯის თანდასწრებით. თითო ”ბრძოლა” გრძელდება დაახლოებით 3-15 წუთი, თამაშის განმავლობაში შესაძლებელია 4-5 ”ბრძოლის” მოწყობა.

ვის შეუძლია პეინტბოლის თამაში?

ნებისმიერ ადამიანს 11 წლის ასაკიდან.

რამდენად სახიფათოა?

ამერიკული სადაზღვევო კომპანიების მონაცემებით პეინტბოლი, როგორც სპორტის სახეობა უფრო უსაფრთხოა ვიდრე ჩოგბურთი, ფეხბურთი ან გოლფი. მოედანზე მყოფი ყველა ადამიანი აღჭურვილია დამცავი ნიღბებით. მარკერები რეგულირდება იმგვარად, რომ გასროლის სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 მ/წმ. ამის გათვალისწინებით ყველაზე დიდი რაც შეიძლება მოხდეს თუნდაც ძალიან ახლო მანძილიდან ბურთულის მოხვედრის შემთხვევაში, ესაა სილურჯე. ყოველი თამაში წინ ტარდება ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების წესების შესახებ. მოედანზე იმყოფებიან მსაჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოთამაშეთა უსაფრთხოებას. პეინტბოლში არ არსებობს რაიმე სპეციფიური საფრთხე, მაგრამ ეს სპორტია და  როგორც სპორტის ყველა სახეობაში, აქაც არსებობს ტრამვების ალბათობა, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ფრთხილად იქნებით და დაიცავთ წესებს.