რითი დავიწყოთ, თუ თამაშის სურვილი გაგიჩნდათ.

 

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ თამაშში საკმარისია დაუკავშირდეთ კლუბს და ამის შემდეგ დათქმულ დროს გამოცხადდეთ კლუბის სათამაშო მოედანზე. ყველა დანარჩენ საკითხს უკვე კლუბი მოაგვარებს. თქვენ დაგხვდებიან, გაგაცნობენ თამაშის წესებს, მოგცემენ ყველა აუცილებეოლ აღჭურვილობას და აგიხსნიან თუ როგორ უნდა გამოიყენოთ. გაქირავებაშია აღჭურვილობის 20 კომპლექტი: ნახევრადავტომატური მარკერები, დამცავი ნიღბები, სპეც. ტანსაცმელი, დამცავი ჟილეტები და ა.შ. კვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს თქვენი დასვენების დღის საინტერესოდ წარმართვას. მთელი სათამაშო დღის განმავლობაში თქვენს გვერდით იქნება მსაჯი-ინსტრუქტორი.

ასევე, კლუბი გთავაზობთ გასვლითი თამაშების ორგანიზებას დამკვეთის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში კლუბის პერსონალი თავად მოვა თქვენთან ყველა საჭირო აღჭურვილობით. გასვლითი თამაშების ღირებულება მცირედით აღემატება კლუბის ტერიტორიაზე თამაშების ორგანიზების ღირებულების.