თამაში

 

თამაშზე მოსული “მებრძოლები” გაივლიან ინსტრუქტაჟს, სადაც განუმარტავენ უსაფრთხოებისა და თამაშის წესებს. შემდეგ აღიჭურვებიან სპეციალური ტანსაცმლით, დამცავი ჟილეტებითა და ნიღბებით და ნახევრადავტომატური მარკერებით. ამის შემდეგ ჯგუფი გაიყოფა 2 გუნდად და მსაჯის თანხლებით გაემართებიან “ბრძოლის ველზე” ანუ სათამაშო მოედანზე. საშუალო სტატისტიკურად ერთი “ბრძოლა” გრძელდება 2-15 წუთი, რომლის შემდეგაც მცირე პაუზაა, სადაც მოთამაშეებს აქვთ საშუალება დატენონ თავიანთი იარაღები ან გასუფთავდნენ მოხვედრილი საღებავისაგან. მთლიანობაში, თამაში საშუალოდ 1,5-2 საათი გრძელდება დამკვეთის სურვილებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით.

ყველა თამაში კონტროლდება მსაჯების მიერ. წესების დარღვევით ან არაპატიოსნად თამაშის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება მსაჯების მიერ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების წესების დაცვას.

თამაშის დასრულების შემდეგ მოთამაშეებს ექნებათ საშუალება გააგრძელონ “სასტიკი ბრძოლების” განხილვა არაფორმალურ გარემოში, ლუდის და მწვადის თანხლებით.

სიამოვნებით მოგიწყობთ ზეიმს წლის ნებისმიერ დროს 10:00 -დან 18:00 -მდე.

თამაშების ორგანიზებისა და ჩატარების ფასები და პირობები იხილეთ გვერდზე “ფასები და პირობები”

უსაფრთხოება – ეს ჩვენი პრიორიტეტია. ყველა თამაში კონტროლდება გამოცდილი ინსტრუქტორების მიერ. თამაშში გამოყენებული ყველა აღჭურვილობა უსაფრთხოა და მხოლოდ პეინტბოლის სათამაშოდ გამოიყენება. უსაფრთხოების უმთავრსეი წესია – თვალების დაცვა. არასდროს არ მოიხსნათ დამცავი ნიღბები სათამაშო მოედანზე. მსაჯები მუდამ ყურადღებით არიან რათა ეს წესი დაიცვას ყველამ.